დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

21:12, 06.09.2026

ვინ არის დამნაშავე 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებაში – „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზად ამჯერად ეს საკითხი იქცა. ანა წითლიძე მთავარ დამნაშავედ ნიკა გვარამიას ასახელებს. თუმცა „ახლების“ ლიდერი ერთადერთი არაა, ვინც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრით, საკუთარი ამბიციების გამო, ოპოზიციური ერთობა ჩაშალა და, შესაბამისად, არჩევნებში მარცხზეა პასუხისმგებელი. წითლიძის თქმით, ოპოზიცია საბოლოოდ ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გარიგებამ დაასუსტა.

ხელისუფლების ოპონენტებს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზები და ურთიერთბრალდებები, ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში.

მსგავსი