დაპირისპირება ურთიერთბრალდებების ფონზე

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი წამყვანის ფრაზის გამო საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვა არ ცხრება.

საპატრიარქო ტელეკომპანიას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ელის. პროტესტის მიზეზია გადაცემა „არჩევანის“ 22 მაისის ეთერი, რა დროსაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მარიამ ღვთისმშობელზე იხუმრა. პასუხად საპატრიარქო სასულიერო პირებს ტელევიზიის ბოიკოტისკენ მოუწოდებს. მართლმადიდებლური ეკლესიის მწვავე განცხადების შემდეგ ფაქტს პატრიარქის მოსაყდრეც ეხმაურება და ჟურნალისტის ფრაზას მკრეხელობად აფასებს. თავის მხრივ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდლობაზე მიუთითებს ტელეკომპანიის დირექტორი.

ბოლო შემთხვევის ფონზე კიდევ ერთხელ აქტიურდება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების საკითხი.