დაპირისპირება თურქეთის„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ოფისთან

თურქეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სტამბოლში, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში სკამები და მაგიდები დადგეს, რათა პოლიციისთვის გზა ჩაეკეტათ და ხელი შეეშალათ, რომ ოფისში შესულიყვნენ. შენობის გარეთ შეკრებილ მომიტინგეებს, პარტიის ლიდერებსა და პოლიციელებს შორის კი შეტაკებები მოხდა. ოფისის კართან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ასობით სპეცრაზმელმა აქციის მონაწილეები დააკავა. „როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ შენობაში 50-ზე მეტი დეპუტატი იმყოფებოდა. „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2023 წლის პარტიულ ყრილობაზე სავარაუდო დარღვევების გამო, პარტიას სტამბოლის რეგიონული ლიდერის გათავისუფლება დაევალა. პარტიაში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციამ კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცეს.