დაპირისპირება პოლონეთში – ევროკომისიის პოზიცია – გამოხმაურებები

12:02, 02.11.2026

აქვს თუ არა ევროკომისიას ორმაგი სტანდარტი – ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გახდა. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ  „საკონსტიტუციო ტრიბუნალის წინ ძალის გამოყენების გამო, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტრიბუნალის შენობის წინ პოლიციის ძალები განალაგა და მის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალა. გასაკვირი არ არის, რომ ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას კანონის უზენაესობის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს და თვალს ხუჭავს ძალისმიერ მეთოდებზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ლიდერები მიმართავენ “, – დაწერა  ბარდელამ.

შეგახსენებთ, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც.

მსგავსი