დაპირისპირება პარლამენტში – გამოხმაურება

12:12, 27.06.2026

ირაკლი კობახიძის გამოსვლა სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.

ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით თქვა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან. სწორედ ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის სხდომათა დარბაზში დაპირისპირება დაიწყო, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მსგავსი