დაპირისპირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

პრემიერის განცხადებები დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად იქცა პარლამენტში.

მთავრობის მეთაურის დღევანდელ გამოსვლაში ოპოზიცია რუსული ინტერესების გატარების კვალს ხედავს.

ბიუროს სხდომა კამათის და ხმაურის ფონზე ჩატარდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხელისუფლების ოპონენტებმა მიმდინარე კვირას მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის ელჩის მიწვევა მოითხოვეს, თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მისვლას პროვოკაციების მოსაწყობად გამოიყენებენ.