დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში – შეფასებები
დარჩება თუ არა ოპოზიციური ალიანსის შემადგენლობაში „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ გაურკვეველია. ალიანსის წევრ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოება, იმ ეტაპამდე მივიდა, რომ ხმამაღლა დაიწყეს შემადგენლობის გადატვირთვაზე საუბარი. პარტია ახალში ადასტურებენ, რომ ალიანსში აზრთა სხვადასხვაობაა. უახლოესს დღეებში ერთობის წევრების შეხვედრაც დაანონსდა თუმცა დაესწრება თუ არა მას „ნაციონალური მოძრაობა“ – უცნობია. განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია ლელოში და აცხადებენმ, რომ ამ ერთობაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავენ.