დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში
უთანხმოების მიუხედავად ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის საპროტესტო შეკრებისთვის ემზადება. გრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრებიც, თუმცა პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არ მონაწილეობს. დაპირისპირებული მხარეები ადასტურებენ, რომ უთანხმოება არსებობს, თუმცა ეს ალიანსის დაშლას არ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, რომელმაც ოპოზიციური ერთობის სტრატეგია მწვავედ არაერთხელ გააკრიტიკა, გეგმას და აქტიურობას ყოფილ თანაგუნდელებს, ამჯერად ლევან ხაბეიშვილი უწუნებს. ხაბეიშვილი ინტერესდება რას გეგმავს ოპოზიციური ალიანსი და ითხოვს პასუხს კითხვაზე გაიმართება თუ არა აქცია 26 მაისს. საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყოფილი თანაგუნდელების ქმედებებით უკმაყოფილოა და ალიანსს ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.