დაპირისპირება ოპოზიციაში – შედგება თუ არა დებატები

18:06, 13.09.2026

ოპოზიციაში მყოფ ყოფილ თანაგუნდელებს შორის წინასაარჩევნო დაფინანსების და სხვა ბრალდებების შესახებ დებატები, სავარაუდოდ, არ შედგება.
პარტია „ახალში“ ამბობენ, რომ მარგინალიზაციის გზაზე მყოფ გუნდთან, მსგავსი კომუნიკაცია აზრს მოკლებულია.
„თავისუფალი ხალხის პარტიაში“ მტკიცებულებებს ითხოვენ და ნიკა გვარამიას დებატებში მონაწილეობას ურჩევენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს სთხოვენ განმარტებებს იმ 40 მილიონის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მტკიცებით, „ახალის“ ლიდერმა 2024 წლის არჩევნების წინ მიიღო.
როგორც ბრალდებების ავტორები ირწმუნებიან, ამ მილიონების პოლიტიკური ფასი ოპოზიციამ მარცხით გადაიხადა.

მსგავსი