დაპირისპირება ნიკა მელიასა და თაკო ჩარკვიანს შორის

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ყოფილ თანამოაზრეებს შორის. „კონკრეტული პირების რუპორი და ნაციონალური მოძრაობის სახელით მოსაუბრე ფიქცია“ – ასე მოიხსენიებენ ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ჩარკვიანი ბოლო ერთი წელია მერაბიშვილი-კეზერაშვილის სატელევიზიო ხმად გადაიქცა. საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თაკო ჩარკვიანს მიმართავს, რომ მის რჩეულ პარტიას შეუძლია პარლამენტი დატოვოს. დეკანოიძისა და ნიკა მელიას ამ განცხადებებს ცოტა ხნის წინ „კანონი და სამართლის“ ლიდერი გამოეხმაურა.

ეს დაპირისპირება ყოფილ თანამოაზრეებს შორის, თაკო ჩარკვიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან ხატია დეკანოიძეს ადეიშვილ-მერაბიშვილის ნებაყოფლობითი პაიკი უწოდა და თქვა, რომ ის ფინანსებზე ძლიერად არის დამოკიდებული.