დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – შეფასებები
ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე. არჩევის საკითხს ასევე დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და ახალ რეფორმებს განიხილავენ პარტიის ყრილობაზე. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. პარტიის წევრების თქმით, კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა პარტიის ნებისმიერ წარმომადგენელს ექნება. ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ცნობილია ორი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და თემურ გრიგალაშვილი, რომელმაც კანდიდატურის წარდგენის სურვილი თავად გამოთქვა. ყრილობაზე ასევე განიხილავენ ალიანსებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმას. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ რომ ვერანაირი ცვლილება „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დაეხმარება.