დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - შეფასებები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. პოლიტსაბჭოს გაფართოებამ პარტიაში არსებული კრიზისი ვერ მოაგვარა. მედიასთან არ გამოჩენილან და ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს. პარალელურად, გუნდის ახლანდელი ხელმძღვანელისაგან პასუხისმგებლობის აღებას ისევ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც თბილისის, ასევე რეგიონული ორგანიზაციების წევრთა ნაწილი. თუმცა, მათთვის ხაბეიშვილს არ უპასუხია. ისევ უცნობია მელიას გადაწყვეტილება და სამომავლო გეგმებიც.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესს აფასებენ პოლიტიკოსები.