დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

15:21, 06.12.2023

ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა. ყოფილი თავმჯდომარის, ია ჯიშკარიანის თქმით, პარტიაში ხელოვნურად შექმნეს კრიზისი მოსყიდვებითა და ინტრიგებით. მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული პირები სოფლების ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან, ორი მათგანი ღირსების ორდენის კავალერია. ისინი არ აპირებენ საკრებულოს მანდატების დატოვებას და სამომავლოდ ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

მსგავსი