დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად პარტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა დატოვა. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ განმარტა, მათი გადაწყვეტილება პარტიაში დამკვიდრებულმა არადემოკრატიულმა მმართველობამ განაპირობა. ისინი, ვინც დღეს პარტია დატოვა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები და ფრაქციის თავმჯდომარე არიან. როგორც პარტიის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, ისინი ნიკა მელიას ახალი პლატფორმის მომხრეები არიან.

ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.