დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება. თბილისის საკრებულოს პარტიის წევრების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი ითხოვენ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტსაბჭოს გაფართოებით პრობლემები არ მოგვარდება. განცხადებას ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი, ანა გოგოლაძე, მამუკა გუგეშაშვილი, გიორგი ონიანი, ზვიად კუპრავა და თორნიკე ბიკაშვილი.