დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

არჩევნებისთვის მზადება შიდა კრიზისის ფონზე უწევს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას.

ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანობის მიღწევა სულ უფრო რთულდება. ერთობის მანიფესტის მსგავსად, შიდა მწვავე განხეთქილება ვერც ლევან ხაბეიშვილის კომპრომისულმა ნაბიჯმა და პოლიტსაბჭოს გაფართოებამ მოაგვარა. ნიკა მელიას ფლანგი პარტიის მმართველ ორგანოში დასაბრუნებლად საკუთარ პირობებს აყენებს. 20 წევრის დამატების მიუხედავად, პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმაცია კვლავ პრობლემად რჩება. ყოფილი თავმჯდომარის მხარდაჭერების დღის წესრიგიდან არ იხსნება მოქმედი თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნაც. თავად მელია კი, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიიდან გარიცხულად გამოაცხადა, ამ ეტაპზე დუმს.