დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ მელიას განცხადებას უპასუხა. ლევან ხაბეიშვილი თვლის, რომ ამ განცხადებებით მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება. პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერდება და პარტიაში შიდა დემოკრატიული არჩევნებიც გაგრძელდება, რადგან მათი გაჩერება, მისივე აზრით, ხელისუფლების ოცნებაა.

 ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების ურთიერთბრალდებებს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილი პარტიის დროებითი მმართველია და მას მალე ჩაანაცვლებენ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო სუსტდება და ეს რეიტინგებზეც აისახება.

ნიკა მელიას განცხადება