დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციაში, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებს შორის. პარტია კასპში მუშაობას ორი ოფისით, რაიონული ორგანიზაციის ორი სხვადასხვა თავმჯდომარით გააგრძელებს. როგორც  კასპის საკრებულოს წევრი გიორგი შარიფაშვილი აცხადებს, იმის გამო, რომ ისინი მხარს ნიკა მელიას უჭერენ, ხაბეიშვილის მომხრეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ტექნიკა და ინვენტარი ისე გაიტანეს, რომ მისთვის აზრი არ უკითხავთ. ის ამ ქმედებას შეურაცხმყოფელს უწოდებს და ამბობს, რომ დაპირისპირება ხაბეიშვილის გუნდმა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ შტაბში აცხადებენ, რომ ინვენტარი არავისთვის წაურთმევიათ, უბრალოდ ოფისი ახალ მისამართზე დაიქირავეს და რემონტის დასრულების შემდეგ ახალი ძალით გააგრძელებენ მუშაობას. შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ოფისში სამუშაოდ მელიას მომხრეებსაც ეპატიჟება.