დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დავით კეზერაშვილის გარშემო დაპირისპირებაა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ნაწილად გაყო.

უთანხმოება, რომელიც ნიკა მელიას მხრიდან ბიზნესმენის საჯარო კრიტიკის და პოლიტიკიდან დისტანცირების მოწოდებით დაიწყო, ვადამდელი შიდა არჩევნებით და მელიას ლევან ხაბეიშვილით ჩანაცვლებით დასრულდა. თუმცა, შიდა განხეთქილება, რომელიც ახალი თავმჯდომარის არჩევამაც ვერ დაასრულა, „ბიბისის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ უფრო გაამძაფრა. შიდა არჩევნებში დამარცხებული ყოფილი თავმჯდომარის გუნდი პარტიის ცენტრალურ ოფისში აღარ დადის და პარტიულ აქტივსა და მხარდამჭერებს ცალკე ოფისში ხვდება, რაზეც საკმაოდ მძიმე რეაქცია აქვს ხაბეიშვილს. თავის მხრივ მელიას ფრთა ახალ თავმჯდომარეს გასხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელიას გუნდი, რომელიც პარტიაში დავით კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენაზე საუბრობს და სწორედ მის მიერ შერჩეულ კანდიდატად მიიჩნევს ლევან ხაბეიშვილს, მოქმედ თავმჯდომარეს ახსენებს, რომ არჩევიდან სამი თვის თავზე არცერთი დაპირება არ არის შესრულებული.