დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება. მის განცხადებაში ვკითხულობთ: „რამდენიმე ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის მიერ, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა“. „ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია – მიუხედავად იმისა, ვინ მართავს. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება….“ წერს ნიკა მელია.