დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ლევან ხაბეიშვილისთვის ნიკა მელია წარსულია, – მან ეს განცხადება ნიკა მელიას ინტერვიუს პასუხად, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე გააკეთა. „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ თქვა, რომ შესაძლოა, არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ნიკა მელიას განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი დაპირება სააკაშვილის გასათავისუფლებლად სადღაც შეჭრაა. „როდესაც საკუთარი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა“, – თქვა მელიამ.