დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს, 18 საათზე იწურება. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. ხმის მიცემა ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით განხორციელდება. ნდობის მოპოვებას ოთხი კანდიდატი შეეცდება. ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი მუმლაძის კანდიდატურებს გუშინ პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილიც შეემატა. არჩევნებში ჩართვის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გიორგი მუმლაძე პირველია, ვინც საკუთარი კანდიდატურის შესახებ განაცხადი პარტიის კანცელარიაში გუშინ დაარეგისტრირა, ცოტა ხნის წინ, ლევან ხაბეიშვილის სახელით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე განაცხადი ირაკლი ნადირაძემაც შეიტანა. კანდიდატები პარტიის მთავარ გამოწვევად მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ასახელებენ.