დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება. პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე აკრიტიკებს. თინა ბოკუჩავა იმპულსურს და არათანმიმდევრულს უწოდებს სააკაშვილის გადაწყვეტილებას, შესთავაზოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს. ბოკუჩავას განცხადება პარტიაშივე შეაფასეს არამართებიულად. შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავა ორი დღის წინ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურ ჭორაობას ეძახდა, თუმცა საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა ეს ოფიციალურად დაადასტურა. თავის მხრივ, ჟორჟოლიანმა დღის ბოლოს გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საკუთარ თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ „კრიზის მენეჯერად“ მოიაზრებს და მზადყოფნას გამოთქვამს, პარტია ახალგაზრდებთან ერთად მართოს. დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრშიც.