დაპირისპირება ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

12:02, 06.05.2019

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის სამდღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

ეგვიპტის და გაერო-ს შუამავლობით, კონფლიქტის მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების გაშვება შეწყდება, საპასუხოდ კი ღაზის სექტორზე არსებული ბლოკადა უნდა შემსუბუქდეს.

3 მაისს დაწყებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი