ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება. საოლქოებში სხდომები მიმდინარეობს.

ისნის მეხუთე საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარტოფილი დაყარეს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

შენობაში შესვლაზე უარის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.

საოლქოსთან პოლიციაა მობილიზებული.

დაპირისპირება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან [ვიდეო]