დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის

21:47, 27.02.2019

აზიის ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე იზრდება.

სადავო ქაშმირის რეგიონზე ინდოეთის და პაკისტანის სამხედრო ავიაციამ ავიაიერიშები მიიტანა. ინდოეთი სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებას ტერორისტების აქტივობის განეიტრალების მოტივით ხსნის. პაკისტანი კი დაბომბვების გაგრძელების შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ  უკვე მოახდინა გავლენა საერთაშორისო ფრენებზე. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

 

მსგავსი