დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში.

ადგილზე ერთმანეთს სასულიერო პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ დროებით განიმუხტა, თუმცა სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ გაწევ-გამოწევასაც. მონასტერში მოსულია მღვდელმსახური გოჩა ლიპარტელიანი. ის ტაძარში მსახურების ჩატარებას გეგმავდა, რისი საშუალებაც ადგილობრივმა სასულიერო პირებმა არ მისცეს. ტერიტორიაზე იმყოფება მოქალაქეების ჯგუფიც, რომელიც აცხადებს, რომ ადგილობრივი მრევლია და სურს ტაძარში შესვლა. ადგილზე იმყოფება ასევე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც. ის ჩაერია მიმდინარე დაპირისპირებაში, თუმცა ვითარება უცვლელი რჩება.