დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომის მერის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ პრობლემებს თავად ლევან ლიპარტია ქმნის და ოპოზიციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.

მერიის თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების მომატებაზე არ დაკმაყოფილდება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მხარეთა პოზიციებს ნათია ქენქაძე გაგვაცნობს, რომელიც ბორჯომიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.