დაპირისპირება ბოდბისხევის ბაზართან

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდნენ ბოდბისხევის ბაზართან „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს დეპუტატები. მათ ელისაშვილს საშუალება არ მისცეს, ჩაეტარებინა კამპანია სახელწოდებით „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები”.  მოძრაობის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო გოგოლაშვილის განცხადებით, მას საკრებულოს დეპუტატმა, ილია ბაიფიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ის დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ  ინციდენტისას ერთი პირი შემთხვევის ადგილს გაარიდეს.