ზაჰესის 50-ე საჯარო ბაღში აღსაზრდელების მშობლებმა სამსახურიდან ერთ-ერთი აღმზრდელისა და დამლაგებლის გათავისუფლება გააპროტესტეს. ისინი შესაბამის პასუხებს ბაღის დირექტორისგან ითხოვენ.
გათავისუფლებული აღმზრდელი თამუნა ასანიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. მომხდარს ის სამსახურიდან ორი კვირის წინ გათავისუფლებული გამგის მხარდაჭერას უკავშირებს. ბაღის დირექტორი კი თამარ ასანიძის დათხოვნას კონკრეტული დარღვევებით ხსნის. ყოფილი თანამშრომლებისა და მშობლების პრეტენზიებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ეხმაურებიან. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აღმზრდელს შეთავსებული ჰქონდა დარაჯის ფუნქციაც, რომელსაც რეალურად არ ასრულებდა, ასევე, ირღვეოდა შრომის კოდექსი.
50-ე საჯარო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განმარტეს, მიზეზი საარჩევნო სამზადისია.