დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

მხარეები ერთმანეთს სარაკეტო თaვდასხმებში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერტერის რაიონი არტილერიით დაიბომბა. განმეორებითი იერიში განხორციელდა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე. ბაქოში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მინგეჩაურზეც.

ადგილზე „მოამბის“ გადამღები ჯგუფის წარმომადგენლები, ლევან ახალაია და გიორგი ქასრაშვილი მუშაობენ.