დაპირისპირება ადიგენში

დაპირისპირება იყო დაბა ადიგენში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს. შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეიკრიბა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათი გაღიზიანება გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, მუსლიმებს სახლის მეჩეთად გადაკეთება სურდათ. მხარეები სიტყვიერად 7 მარტს შეთანხმდნენ, რომ ადგილზე მეჩეთი არ განთავსდება, თუმცა ეს შეთანხმება წერილობით უკვე 11 მარტს უნდა გაფორმდეს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა მიუღებელია.