„საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციამ“ ყოველწლიური, რიგით მეოთხე ღონისძიება – Knife Show Tbilisi გამართა. წელს ფესტივალი პირველად გასცდა საქართველოს ფარგლებს – ღონისძიებაში ქართველებთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ოსტატებიც იღებენ მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 60 ოსტატის ნამუშევარი.