დანაშაულის გახსნის სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 6 თვის განმავლობაში, 132 ძებნილი დააკავა. მათ შორის: ქურდობისთვის ძებნილი 41, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი 2 პირი, თაღლითობისთვის ძებნილი – 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი – 3 პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი – 8 პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 პირი, ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.

ასევე, სამართალდამცველებმა აიყვანეს 2015 წლიდან ძებნილი პირი. მას განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება გამოძიება.