დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები იმართება გორში

12:56, 26.05.2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს გორში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცე. მიმდინარეობს საბავშვო, შემეცნებითი, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების თემატიკით აქტივობები. მოწყობილია სიმბოლური საპასპორტო კონტროლი, ადგილზე განთავსებულია კვების და ტკბილეულის სივრცეები.

ნინო ფისაძის ჩართვა გორიდან #მოამბე

მსგავსი