დამოუკიდებლობის დღე - ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე

1918 წლის 26 მაისი, 17 საათი და 10 წუთი, – ისტორიული მნიშვნელობის დრო, როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ამავე დროს საქართველოს ჰიმნი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად შესრულდა. მთავარ მოედნებთან ერთად, ჰიმნი მატარებლებში და ავტობუსებშიც აჟღერდა.