დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება აჭარაში
დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება აჭარაშიც. 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად ექვსივე მუნიციპალიტეტში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. აჭარის ყველა დიდი ქალაქში მიმდინარეობს სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ნახატების და ხელნაკეთი ნივთებისა გამოფენა-გაყიდვა. საღამოს კი გალა-კონცერტი გაიმართება. ბათუმში, მასშტაბური სახალხო დღესასწაულის მთავარი ლოკაცია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება შემეცნებითი და სპორტული კუთხეები. სპორტის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ გარემოს შექმნის საფეხბურთო კლუბის „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სპეციალური სტენდი.