დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში – ერდოღანის გადაწყვეტილება
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში კი 13 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მასშტაბური სტიქიის შედეგად 22 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა რვა ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. მიწისძვრებმა 6 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა. ამ ეტაპზე თავშესაფარში გადაყვანილია 380 500-მდე დაზარალებული.