დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა, სეიდ მირთაგი ასადოვმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. საქმე კი ეხება ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას.

ვაკო ორმოცაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რა ინფორმაცია მიაწოდა ასადოვმა ჟურნალისტებს დაკითხვის შესახებ.

დატოვე კომენტარი