დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინისთვის 270 მილიონი ამერიკული დოლარის ახალი დახმარების პაკეტი დამტკიცდა. ამის შესახებ კირბიმ მედიისთვის დახურულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ოთხ ერთეულ სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 დრონს მოიცავს. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი დოლარია.