დაკავებული მაღაროელების სასამართლო პროცესი
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისში ჭიათურიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ. სასამართლო დარბაზში მყოფი პირების თქმით, მოსამართლე გავიდა სათათბიროდ და დარბაზში აღარ დაბრუნდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა 20 იანვარს 11:00 სთ-ზე გაიმართება. მაღაროელები, ფიქრობენ რომ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება.