დაკავებული მაღაროელების სასამართლო პროცესი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესზე სიტყვა მიეცათ დაკავებულებს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ნეფარიძე. საქმის არსებით განხილვა 13 აგვისტოს გაგრძელდება. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.