„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენელთა ნაწილი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. სამი პირი დააკავეს, ხუთი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი, მათ შორის გია კორკოტაშვილი.
პოლიციამ ისინი რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია-მსვლელობის დროს აიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლები გამოკითხვაზე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაიყვანეს.