რუსეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. მიზეზი არასანქცირებული დემონსტრაციაა, რომელიც დღეს მოსკოვის მერიასთან გაიმართა. აქციის პარალელურად, პოლიცია რუსულ ტელეკომპანია „დოჟდშიც“ შევიდა.
რას აპროტესტებენ აქტივისტები და რა მდგომარეობაა მოსკოვში, ვრცლად ლევან ახალაიას რეპორტაჟში.