დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 86 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, 41 პირია დაკავებული ლონდონში, სადაც პარლამენტის შენობის წინ პალესტინის მხარდამჭერი აკრძალული საპროტესტო ჯგუფის, Palestine Action-ის აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციები მოეწყო უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა აღნიშნული ჯგუფი ანტიტერორისტული კანონმდებლობით მიმდინარე თვეში აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე შეჭრა და ისრაელის მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერის პროტესტის ნიშნად თვითმფრინავების დაზიანება.