4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებები გრძელდება. გვიან ღამით საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში, კიდევ ცხრა ადამიანი აიყვანეს. ნაწილი „ზაჰესის“ წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველების განცხადებები, ისინი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არიან – მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.
შეგახსენებთ, ჯამში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია 55 ადამიანი. დაკავებებთან და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდება დღეს შსს-ში. ბრიფინგი 17 საათისთვისაა ჩანიშნული.
მიმდინარე დაკავებებზე პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.