დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით

კომპანია „გალფის“ ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ორი პირი დააკავა. დაკავებულები 2000 და 2002 წელს დაბადებული პირები არიან. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ორი დანა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.