ინტერპოლით ძებნილის დაკავება

18:32, 06.02.2026

წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს ბათუმში. ის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შევიდა სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი