დაკავება თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით

ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ, თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, იმერეთში პოლიციამ ერთი პირი – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ცნობების მიხედვით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საბრალდებო მუხლით დაკავებულს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.