დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

უკრაინიდან საქართველოში 10 ბავშვის თანხლებით ჩამოსულ 38 წლის ქალს, უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი.

საუბარია ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებაზე. იული სუსლიაკი ამტკიცებს, რომ 10-ვე ბავშვი მისი შვილია, რაშიც გამოძიებას ეჭვი ეპარება. მითუმეტეს, რომ 10-დან ოთხი ბავშვი, 2017 წელს არის დაბადებული.

ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ახსენებს მე-11 ბავშვსაც, რომელიც ერთი წლის წინ, მისივე მტკიცებით, აბაზანაში დაიხრჩო.

სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს, საიდანაც ის, გამოძიების ინფორმაციით, აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. სწორედ ოკუპირებულ რეგიონში იმყოფება მისი მეუღლე, რომელიც, როგორც ირკვევა, ოდესაში სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული, ფინანსური პრობლემების შემდეგ კი, რუსეთში გადავიდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოაძევეს.

სკანდალური საქმის დეტალებს ხათუნა გაგნიძე არკვევდა.